12:50 13.12.2020
ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მინსკის ჯგუფს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია

 

ეუთო- მინსკის ჯგუფს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მინსკის ჯგუფის ფრანგ და ამერიკელ თანათავმჯდომარეებთან, სტეფან ვისკონტისთან და ენდრიუ შოფერთან, აზერბაიჯანში რუსეთის ელჩთან, მიხაილ ბოჩარნიკოვთან და ეუთო- მოქმედი წარმომადგენლის პირად წარმომადგენელთან, ანჯეი კასპშიკთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ახლა რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა. აზერბაიჯანმა მოაგვარა კონფლიქტი, რომელიც დაახლოებით 30 წელი გაგრძელდა, ამას მიაღწია ძალით და პოლიტიკური საშუალებებით. ვეთანხმები პრეზიდენტ პუტინს, ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყნის მეთაურს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიად იქცა. მეც ასე ვფიქრობ. სამწუხაროდ, მინსკის ჯგუფმა არანაირი როლი არ ითამაშა კონფლიქტის მოგვარებაში. მიუხედავად ამისა, მინსკის ჯგუფს შესაბამისი მანდატი ჰქონდა 28 წლის განმავლობაში.

 

ამრიგად, აზერბაიჯანმა თავად გადაწყვიტა ეს საკითხი. ბრძოლის ველზე სომხეთზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაიძულეთ დამპყრობელი, ეღიარებინა დამარცხება და ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც სომხეთის დანებებად მიგვაჩნია. სომხეთის ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა ქვეყნის ხელისუფლებისა, ასევე ეთანხმება, რომ ეს არის დანებება და ისინი მას დამამცირებელ დანებებას უწოდებენ. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ფაშინიანის დიქტატორულ რეჟიმს, განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge