21:55 15.12.2020
დავით ჭიჭინაძე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას

მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, იმისთვის, რომ მათ მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ამიტომ ჩვეულებრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც თბილისში, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „სახეზეა ქვეყნის მართვის ფაშისტური მოდელი“

 

„დღეს დარბეული ადამიანების მიწების ღირებულება ახლოს ვერ მივა იმ საახალწლო განათება - კონცერტებთან, რასაც „ოცნება“ აწყობს და არავინ იცის ვისთვის! ახლოს ვერ მივა თითო ლარად დარიგებულ იმ ათეულობით ათას ჰექტართან, რომელიც პრივილეგირებული კასტას გადასცეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, იმისთვის, რომ მათ მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ამიტომ ჩვეულებრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. შესაბამისად, სახეზეა ქვეყნის მართვის ფაშისტური მოდელი: ყოველდღე მკაცრდება სადამსჯელო ოპერაციები ხალხის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მეგობრებისთვის ყველაფერი „მოსულა“ “, - წერს დავით ჭიჭინაძე.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge