დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს 30 დეკემბერს აირჩევენ 17.12.2020 10:39

 

 

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება(ყრილობა), 30 დეკემბერს, თბილისში, „ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზეგაიმართება. კრებაზე  რაგბის კავშირის პრეზიდენტს აირჩევენ.


ყრილობა, რომელიც კოვიდპანდემიის გამო თითქმის ერთი წლით გადაიდო 13 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის თანახმად, ყრილობაზე მოისმენენ რაგბის კავშირის გამგეობისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შემაჯამებელ ანგარიშს; მოხდება საერთო კრებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა და შეკრებილები მოისმენენ მათ გამოსვლას, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცედურა.“- ნათქვამია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატები ლაშა (ბაჩო) ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე არიან.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ