დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

იური ლირი: თქვენ რომ გგონიათ გული გაწუხებთ, ეს ორგანიზმის დამცავი რეაქციაა ახალ გამოწვევებზე 18.12.2020 16:55

2020 წლის 21 დეკემბერს, მზის სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე და მათ გავლენაზე, ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ასპექტებზე, უფოლოგ ერეკლე შონიას იუთუბ არხზე «Откровение небес»  ლატველმა მეცნიერმა, - იური ლირმა ისაუბრა, რომლის დეტალებსაც, „ჯორჯიან თაიმსი“ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე  გთავაზობთ.

 

მეცნიერმა ასრტოფიზიკის ჭრილში განიხილა 2020 წლის 21 დეკემბერს მოსალოდნელი ორი პლანეტის, - სატურნისა და იუპიტერის კონვერგენცია და ამ მოვლენის რეზონანსული სიხშირის გავლენა ადამიანებზე.

 

„2020 წლის 21 დეკემბერს, იუპიტერისა და სატურნის ერთ ხაზზე გასწორების შედეგად, მათი რეზონანსული სიხშირეები შეერთდება და წარმოქმნის ჰარმონიას, სიგნალების ჯამს, რომელიც, ადამიანის ყველაზე საკრალურ ორგანოზე, - გულზე იქონიებს გავლენას.

 

გული ადამიანის მთელი ენერგეტიკის ჰარმონიზაციას ახდენს და რადგან ყველა ადამიანი ერთმანეთთან სწორედ ამ ორგანოთია დაკავშირებული და ქმნის ერთობლივ უხილავ ქსელს. ის, რაც ერთის გულში ხდება, მთელ სისტემასა და ყველა ადამიანზე აისახება. ვინაიდან, ეს ენერგია მაგნიტური, ის ქალურ ენერგიას წარმოადგენს, რის შედეგადაც, სუსტი სქსის წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენას უფრო მძაფრად განიცდიან. ქალები უფრო ძლიერად გრძნობენ გულში მიმდინარე ცვლილებებს და ეს მათ აშინებთ.

 

თქვენ რომ გგონიათ გული გაწუხებთ, ეს ორგანიზმის დამცავი რეაქციაა ახალ გამოწვევებზე. ნუ გეშინიათ, ეს უძლიერესი შერწყმაა ადამიანის გულების რეზონანსულ სისტემასთან, რათა, კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა შეძლოს და მზისგან ახალი იმპულსები მიიღოს. მზად იყავით, ამ პერიოდში თქვენი გულიდან წლების მანძილზე ნაგროვები ნეგატიური ენერგია დაიწყებს გამოსვლას“, - აცხადებს ლირი.

 

მისივე განმარტებით, ამ მოვლენის ენერგეტიკას ორი ბუნება გააჩნია, - როგორც დადებითი, სევე, - უარყოფითი;  მაცოცხლებელი და დამანგრეველი.

 

ეს ენერგია სწორად უნდა მივიღოთ. ამ პერიოდში შეიძლება იგრძნოთ უდიდესი გაღიზიანება, რომელიც არ უნდა ამოანთხიოთ ახლობლებზე. დაწყნარდით, თუ შესაძლებლობა გაქვთ, გაერიდეთ მათ და ეცადეთ გააძლიეროთ თქვენში ადამიანური საწყისი. მოძებნეთ ჰარმონია მუსიკაში, სივრცეში, ყველაფერში, რაც დაგეხმარებათ გულის ცენტრის გაწმენდის სირტულისგადალახვაში, რათა უფრო ღირსეული გახდეთ ზეციური კონტაქტისთვის,“ - აცხადებს იური ლირი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ