21:54 21.12.2020
„ეს უნიკალური ნივთი გასხვისებას გადავარჩინეთ - ასეთ საგანძურს ბევრი მუზეუმი დახარბდებოდა“

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს: 

 

 

- ასეთი ძვირფასი ექსპონატი არაერთხელ მინახავს მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების დარბაზებში ან წამყვანი ბიბლიოთეკების სივრცეებში, სულ გული მწყდებოდა, რომ ჩვენ არ გვქონდა... ასეთი ძვირფასი ხის წნეხები ძველ სასტამბო საქმიანობას უკავშირდება და წიგნის ისტორიის შესწავლის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მართალია, ეს ხის ძვირფასი წნეხი ევროპაშია დამზადებული, მაგრამ საქართველოში რომ გამოიყენებოდა, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია... რამდენად უკავშირდება ის საქართველოში სასტამბო საქმიანობას, ამას მომავალი კვლევა ძიება გვაჩვენებს. ჰო და ეს ძვირფასი ნივთი ერთ-ერთმა ოჯახმა საახალწლოდ გასაყიდად გამოიტანა, როგორც ყოველთვის, ნივთის შესაძენი ფული არ გვქონდა... სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა შექმნილიყო სამუზეუმო ნივთების შემსყიდველი სახელმწიფო ფონდი და კომისია, რომელიც ასეთ ნივთებს მომავალ თაობებს შეუნახავს... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიყიდეთ, შევამხანაგდით მე და ჩემი ორი მოადგილე - Irakli Zambaxidze, Giorgi Kevlishvili და საკუთარი სახსრებით ვიყიდეთ და მუზეუმში მოვიტანეთ, ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდით, მიხარია, რომ ეს უნიკალური ნივთი გასხვისებას გადავარჩინეთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ საგანძურს ბევრი მუზეუმი დახარბდებოდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge