დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარში სერიოზული გამოწვევა არ არის 22.12.2020 19:06

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარში სერიოზული გამოწვევა არ არის და სიტუაცია სრულად კონტროლდება.

 

როგორც პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პორველივე ნიშნების გამოჩენიდან ჯარში მკაცრი კონტროლი დაწესდა.

 

“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველი ნიშნები შეინიშნა, მაშინვე მყისიერად ძალიან მკაცრი კონტროლი დავაწესეთ, ჯარში იქნებოდა ეს, თითოეულ ბრიგადაში თუ სამხედრო ნაწილში ერთგვარი ფილტრაცია, რაც ჯარისკაცების თერმოსკრინინგს გულისხმობს. ასევე რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ამა თუ იმ პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა, შემოწმება და მკურნალიბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გორის ჰოსპიტალი აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მიმართუელბით. ასევე დავიწყეთ ადგილზე ტესტიტება. გორის ჰოსპიტალში ვატარებთ „პისიარ“ ტესტირებას. შესაბამისად, რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს. ამ პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ