დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, მსახურებაზე დამსწრეთა მსურველების პირადი მონაცემების მოგროვება პრობლემურია 24.12.2020 12:08

 

საქართველოს კათოლიკე ეკლესია უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე, რომ შობის ღამეს მრევლი საშვებით გადაადგილდეს და საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდება.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, განსხვავებით 7 იანვრისგან, 25 დეკემბრის ღამეს, როდესაც საქართველოს არადომინანტი რელიგიური ჯგუფები და მსოფლიო საქრისტიანოს უდიდესი უმრავლესობა ქრისტეს შობას აღნიშნავს, კომენდანტის საათი არ მოიხსნება.

 

როგორც "კათოლიკე ეკლესიის მედია საქართველოსთან" საუბარში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, მსახურებაზე დამსწრეთა მსურველების პირადი მონაცემების მოგროვება პრობლემურია.

 

ეპისკოპოსი ეჭვობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არის ირიბი იძულება, რათა საეკლესიო მსახურება ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში განხორციელდეს.

 

"საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე?

 

მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება", - აცხადებს ეპისკოპოსი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ