დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

3 ქვეყანასთან თანამშრომლობით ერთობლივი საწაროების ამოქმედება იგეგმება - ღარიბაშვილი 25.12.2020 16:45

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2021 წლიდან უწყება 3 პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობით ერთობლივი საწარმოების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ მან თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საწარმოების ამოქმედებაზე მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან მიმდინარეობს.

„ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მომდევნო წელს ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ დაწყებული პროექტების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებად. კონკრეტულად ამ მიმართულებით, მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად დაწყებული გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ