დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ნაცების დაშლაში მინდა, წარმატებები ვუსურვო - მჯერა, მას ეს შეუძლია! ნიკანორ მელია - არ შემარცხვინო!“ - „უშიშროების აკადემიის“ ლექტორი ყოფილ სტუდენტს 26.12.2020 01:08

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი:
- 1995 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად გაიხსნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან არსებული „უშიშროების აკადემია“, რომლის ყველა საფეხური გამოვიარე - მსმენელიდან დაწყებული, ორ სპეცდისციპლინაში ლექტორის ჩათვლით და სპეცდისციპლინების კათედრის უფროსით დამთავრებული. ეს იყო უნიკალური და უმაღლესი დონის სპეციალიზირებული საგანმანათლებლო დაწესბულება, განსაკუთრებით უცხო ენების სწავლების უძლიერესი სკოლით. ჯერ ვსწავლობდი და შემდგომ, თავად ვასწავლიდი ორ საგანს - სპეცდისციპლინა № 1 და სპეცდისციპლინა № 2. კოდური მინიშნებებით რომ ვთქვა - ეს მეორე „ხეზე ასვლას“ ასწავლიდა, ხოლო პირველი - „ხიდან ჩამოსვლას“. ზოგს ერთი უფრო მოსწონდა, ზოგს მხოლოდ მეორე - მაგრამ თუ ორივეს არ ფლობდი სრულყოფილად, სპეცსამსახურების სპეციალისტად ვერ გამოდგებოდი. იმ რთულ პერიოდში, აკადემიამ მოასწრო უნიკალური და მაღალკვალიფიციური კადრების გამოშვება, რომლებმაც არა ერთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს ჩაუშალეს საქართველოში ძირგამომთხრელი საქმიანობა.
მაგრამ ეს წარმატებული პერიოდი დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა და 2003 წელს ჩვენს ქვეყანას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ჩრდილოეთიდან. არაა გასაკვირი, არც იგორ ივანოვის როლი 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში, არც ФСБ-ს იმდროინდელი უფროსის ერთ-ერთი მოადგილის გასაიდუმლოებული ვიზიტი თბილისში, 2004 წლის იანვარში ინაუგურაციემდე ორიოდე დღით ადრე. არაა გასაკვირი არც 2004 წლის თებერვალში თავად მიხეილ სააკაშვილის საათნახევრიანი აუდიენცია მოსკოვში, ФСБ-ს დირექტორ ნიკოლაი პატრუშევთან, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა ელენე ხოშტარიას მომავალ კოლეგებს МГИМО-ში ლექცია წაუკითხა. ეს შეხვედრაც გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი და ამ შეხვედრის დეტალებში გარკვეული პირი დღესაც აქტიურია პოლიტიკურ ველზე - მე კოტე კემულარია მყავს მხედველობაში. სწორედ ამ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, რუსულმა მხარემ კატეგორიულად მოსთხოვა სააკაშვილს, მათთვის გამაღიზიანებელი და უხერხული სასწავლებელი დაეხურათ. დავალება მიღებული იქნა და საქართველოში დაბრუნებისთანავე - ეროვნული, გულანთებული, სპეცსამსახურების კადრების „სამჭედლო“ უნიკალურმა აკადემიამ 2004 წლის მარტის ბოლოს შეწყვიტა თავისი არსებობა. კუდ-ი, სოდ-ი და ა.შ. გაივსო ყველაფერზე წამსვლელი, ვიწროპარტიული შნირებით და ჯალათებით, რომელთა კოლექტიურ სახეებს დათა ახალაია და მეგის ქარდავა წარმოადგენდნენ. თავისი საქმის მცოდნე სპეციალისტებისაგან დაცარიელებულ სისტემაში დღემდე შეიმჩნევა ეს ფატალური საკადრო უფსკრული და კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი.
ჩემს სტუდენტებს (კურსანტებს, მსმენელებს) შორის ბევრი გამორჩეული კადრი მყავდა. მათ შორის ისეთებიც, ვინც სრულყოფილად დაეუფლა როგორც „ხეზე ასვლის“, ასევე „ხიდან ჩამოსვლის“ ხელოვნებას - ამ ორ უნიკალურ და უნივერსალურ ინსტრუმენტს, ნებისმიერი ტიპის მტრულად განწყობილი ელემენტების და მათი რეზიდენტურების გამოვლენასა და განეიტრალების საქმეში. ამ ნიჭიერ სტუდენტებს შორის, ერთ-ერთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა. და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ინტერესების დასაცავად, მას არ უნდა დავიწყებოდა ჩემგან ნასწავლი ამ ინსტრუმენტების გამოყენება, მგონია, რომ მას ეს მისიაც გამოუვა. ვინაიდან დღეიდან ის უკვე ოფიციალურად ჩადგა ამ ერთ-ერთი რეზიდენტურის სათავეში. ამიტომ, ნაცსექტის დაშლაში, მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო. რატომღაც მჯერა, რომ მას ეს ძალუძს. ნიკანორ მელია - არ შემარცხვინო!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ