დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გიორგი ცუცქირიძე - რატომ არ ხდება ამ მუსიკოსების აქტიური პროპაგანდირება და გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის? 27.12.2020 14:06

ინტერნეტ სივრცეში ვუსმენდი ლაზი მომღერლების ქაზიმ და ნიაზ ქოუინჯოების მეგრულ და ქართულ სიმღერებს, და სიამაყის გრძნობასთან ერთად, უთავმოყვარეობის, ისტორიის არასწორი წაკითვის და დაუფასევლობის გრძნობაც გამიჩნდა, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირირძე სოციალურ ქსელში წერს.
"ქაზიმის სიმღერები, დიდოუ ნანა, და მოხევის ქალო თინაო, წამყვან თურქულ ჰიტებში მუდმივად შედიოდა, ხოლო მას სიცოცხლეში ლაზეთის ბულბული შეარქვეს, სამწუხაროდ იგი ძალზე ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, მის მიერ დაწყებულ საქმე ნიაზმა გაგრძელა, ხოლო მის სიმღერებს ქუჩა ქუჩა დავდივარ და ამოსულიყო არაგვზე დეკა, არანაკლები პოპულარობა აქვს.
რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ქართული სიმღერით ხაზს უსვამენ, ლაზების ისტორიულ ნათესაობას ქართველურ ეთნოსთან და არა მხოლოდ მეგრულთან და ამით დიდ საქმეს აკეთებენ. რა დასამალია და ლაზების დიდი ნაწილი თავს ლაზად მიიჩნევს და არა ქართველურ სუბ ეთნოსად.
ისე რა გასაკვირია, როდესაც საბჭოთა პროპაგანდა არა თუ აფხაზებს, არამედ მეგრელებს და სვანებს ქართველებად არ მიიჩნევდა და დღევანდელი რუსული შოვინიზმიც იგივე ხაზს აგრძელებს, ხოლო პატარა პორტას იდეით შეპყრობილი თურქეთი, რომ ამ თემას ტაბუირებდეს სულაც არ არის გასაკვირი!
გასაკვირი კი ის უფროა, თუ რატომ არ ხდება ამ მეტად საინტერესო მუსიკოსების აქტიური პროპაგანდირება და გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის?
მაშინ როდესაც ქართული მედია სივრცე გადატენილია უნიჭო და იდეისგან დაცლილი მუსიკოსებით , ხოლო მდარე და უგემოვნო მუსიკამ წალეკა ყველაფერი.
არ მითხრას ვინმემ პირობითად ლექსენის, სტეფანეს თუ უცნობის შემოქმედებაა რამის მომცემი ან უკეთესი?!
ეს ეხება არა მხოლოდ კომერციულ ტელევიზიებს და რადიო ეთერებს, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდწილად.
სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელია ვალდებული ამ ტიპის და დონის კულტურულ დესპანებს გაუწიოს პროპაგანდა, მით უმეტეს ძალზე კარგი საქმე კეთდება ფოლკლორული ანსამბლის "ჩვენებურების" ფესტივალების მოწყობით, მაგრამ ეს ფესტივალიც გერის როლში უფროა, გაუგებარია რატომ შუქდება წლიდან წლამდე მხოლოდ, და არა უფრო ფართოდ ქართული მედიით.
აქ ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ე.წ ვითომ ლიბერალურ და რეალურად პოლიტიკურად ანგაჟირებულ ექსტრემისტულ და ანტიქართულ მედიას, არც მხოლოდ საზოგადოებრივზე არ მსურს აქცენტების გადატანა, არც ისე მცირეა იმ არხების რაოდენობა, რომლებიც თუნდაც წმინდა მუსიკალურ თემატიკაზე არიან ორიენტირებული.
ამ პოსტში თავს არ შეგაწყენთ პროკოფი კესარიელის გეორგიკის ციტირებებით, ისტორიულ ლაზურ საცხოვრისზე, მაგრამ ეს პოსტი სხვა რამეზეა.
როდესაც ქართული არხები, თურქული სერიალებით, რომ არიან გადაჭყიპული,
ამ დონის იგნორი, არის სწორედ არასრულყოფილების კომპლექსი და მონური ფსიქოლოგია!" - წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ