დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

შოთა არველაძე უზბეკეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს 27.12.2020 14:25

შოთა არველაძე უზბეკეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს – 47 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ აღიარა. „ზედიზედ მეორედ, სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს და ფეხბურთელებს, შესანიშნავი სეზონისთვის და ყველა გულშემატკივარს, ყოველდღიური მხარდაჭერისთვის“, – აღიარებას არველაძე სოციალურ ქსელში ამ პოსტით გამოეხმაურა. შოთა არველაძე ამ პრიზს ზედიზედ მეორე წელია იღებს, ხოლო სამი წლის წინ საუკეთესო უცხოელი მწვრთნელი გახდა. 2019 და 2020 წლებში მისმა გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“ ყველა პრიზი მოიპოვა, რაც უზბეკეთში გათამაშდა – გუნდი ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, „ფახთაქორმა“ 10 წლის წინანდელი შედეგი გააუმჯობესა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა. სეზონის შემდეგ არველაძემ გუნდის დატოვება გადაწყვიტა – თუმცა, ჯერ ახალი გუნდი არ ჩაუბარებია. მას ნიდერლანდების, აზიისა და არაბეთის გუნდებში იწვევენ.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ