დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ვინმეს რომ არ მოეფიქრებინა, მაქსიმ შევჩენკო ჩვენ უნდა შეგვექმნა - ისმინოს სოხუმმა და ცხინვალმა, სასარგებლოა, სიმართლეს ზიანი არ მოაქვს“ 27.12.2020 14:45

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ქართულ-რუსული ურთიერთობის შესახებ რუსი ჟურნალისტის მაქსიმ შევჩენკოს ვიდეობლოგს აქვეყნებს და ასეთ კომანტარს ურთავს:

 

- სიყვარულის ბუშტების გასკდომის არ მჯერა. ღმერთმა ყურები თავზე იმიტომ გაგვიკეთა, რომ მოსმენილი ჯერ ტვინში შევუშვათ, სპირალში გავატაროთ, გავაგრილოთ და ისე მივიტანოთ გულთან. ფიქრი რომ არ იყოს საჭირო, პირდაპირ გულზე მიგვაბნევდა. ორი ყური ასაწონ-დასაწონადაა საჭირო, თორემ ერთ ცალს მიგვაწებებდა პირდაპირ შუბლზე. აქედანაც უნდა მოისმინო და იქედანაც. ზოგს ჰგონია ყურები პირბადის სატარებლადაა. ისე, ვინმეს რომ არ მოეფიქრებინა შევჩენკო, ჩვენ უნდა შეგვექმნა. ისმინოს სოხუმმა და ცხინვალმა, სასარგებლოა. რუსი ჟურნალისტის მიერ სიმართლის საუბარს ზიანი ნაღდად არ მოაქვს.

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ