დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლუხუმ ჩხვიმიანი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელა 27.12.2020 20:40

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტები გამოავლინა. გამარჯვებულები სულ ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ. ორ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ქართველი ძიუდოისტები: ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი. ორივე ჩვენიანმა გაიმარჯვა – ლუხუმ ჩხვიმიანი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტად დასახელდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი – ამომავალ ვარსკვლავად. წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაში ლუხუმთან ერთად წარდგენილნი იყვნენ: საგი მუკი (ისრაელი), ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი), შოჰეი ონო (იაპონია) და ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია). ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: ტატო გრიგალაშვილი, მანუელ ლომბარდო (იტალია), პატრისია სამპაიო (პორტუგალია), ანდრეა სტოიადინოვი (სერბეთი), შერონ ბუკლი (საფრანგეთი).

 

გამარჯვებულები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ