დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

კრიშტიანუ რონალდუ - XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი 28.12.2020 00:42

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ Globe Soccer Awards მიიღო, როგორც XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელმა. ამის შესახებ ჯილდოს Twitter–ი იტყობინება. ნომინაციაში ასევე მონაწილეობდნენ ლივერპულის ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო და ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი. აღინიშნა, რომ თავისი კარიერის განმავლობაში რონალდუმ ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ასევე მოიგო ჩემპიონატები იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში.

 

მანამდე მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მიიღო Globe Soccer Awards, როგორც 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელმა. გვარდიოლას გარდა, კიდევ სამი პროფესიონალი შეიძლება გახდეს XXI საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი. ესენი არიან ფრანგი ზინედინ ზიდანი (მადრიდის რეალი), პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო (ტოტენჰემი) და ალექს ფერგიუსონი. შოტლანდიელმა უდიდეს წარმატებას მიაღწია მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ