დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ლევან რატიანი - ბოლო 10 თვის განმავლობაში  ჩემს კლინიკაში 5 თავისუფალი ადგილია და ეს  მახარებს 28.12.2020 20:06

კოვიდთან ბრძოლის  ორი -  კონსერვატული და ლიბერალური მიდგომიდან პირველმა, რაც მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს და რასაც ჩვენ მივმართეთ, შედეგი გამოიღო და სახეზეა  შემთხვევების მკვეთრი კლება.  ამის შესახებ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, მალხაზ გულაშვილის  გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“  პირველი საუნივერსიტეტო  კლინიკის ხელმძღვანელმა  ლევან რატიანმა  განაცხადა.

 

„პირველად დღეს, ბოლო 10 თვის განმავლობაში  ჩემს კლინიკაში 5 თავისუფალი ადგილია და ეს  მახარებს. კარგია ეკონომიკა და პოლიტიკა, მაგრამ მთავარია ადმიანის სიცოცხლე და დანარჩენს ყველაფერს ნელ-ნელა ეშველება“, -  აღნიშნა მან.

 

ლევან რატიანის თქმით, მისთვის  კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების  გამოვლენის მხრივ შემცირებული მაჩვენებელი    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელმძღვანელობს დაწესებულებას, სადაც  პირველივე  დღეებიდან ათავსებდნენ  ყველაზე მძიმე და კრიტიკულ  პაციენტებს.

 

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს,  ექიმის თქმით,  პროცესი ხორციელდება სიმპტომურად. „მედიცინაში  დაახლოებით 7000 ნოზოლოგიაა, საიდანაც 90%-ს არ აქვს პათოგენოზური მკურნალობის  შესაძლებლობა და ხდება მათი სიმპტომურად მართვა,  ვირუსული ინფექციებიც მათ შორისაა“ -  განაცხადა რატიანმა.

 

მკურნალობის ყველაზე კარგი მეთოდი არის  პროფილაქტიკური, ანუ ვაქცინაციაც. „მართალია,  კოვიდთან მიმართულებით  გამოჩნდა   ვაქცინა, მაგრამ  ამის სწრაფად მიღების  ფუფუნება არ გვაქვს.  ასეც რომ იყოს, წამლის ეფექტურობის დასადგენად დროა საჭირო, მინიმუმ 2 წელი.ასე, რომ  პანდემია ჯერ კიდევ  იქნება და  ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვებთან ერთად ცხოვრება“, -  განაცხადა  ექიმმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ