დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

უცხოური პრესა - საქართველოს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2020 წელს 31.12.2020 15:26

ჩინურმა ახალი ამბების სააგენტომ „სინხუა“-მ («Xinhua News Agency») გამოაქვეყნა მასალა „საქართველოს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2020 წელს“.

 

„საქართველოში 2020 წელს მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ახალი ტიპის კორონავირუსის - „კოვიდ-19“-ის გამოჩენა და პანდემიასთან ბრძოლა წარმოადგენს. მეგობარი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო დონორების დახმარებით ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო ვირუსის გავრცელების ლოკალიზება, მაგრამ ამ ეტაპზე სიტუაცია მაინც რთული რჩება, რადგან ამჟამად ისევ მოქმედებს კარანტინი და სხვა შემზღუდავი ნორმები“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ხაზგასმულია ჩინეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობა: „იმ მეგობარ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საქართველოს დახმარება გაუწიეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, ძალიან გამოირჩევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. პეკინმა ერთ-ერთმა პირველმა გაუწია სამედიცინო დახმარება თბილისს... ჩინეთმა საქართველოს უანგაროდ გადასცა 21 ათასი ექსპრეს-ტესტი, ასევე დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დამცავი საშუალებები. მთლიანობაში ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩაიტანეს, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით (პუბლიკაციაში გამოყენებულია საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან საუბრის ფრაგმენტები).

 

2020 წლის მეორე ძირითად მოვლენად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ითვლება, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა. გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა დამარცხება არ აღიარეს და არჩევნები ფალსიფიცირებულად გამოაცხადეს. მათ ხელახალი არჩევნების გამართვა მოითხოვეს, რასაც მმართველი გამარჯვებული პარტია არ დაეთანხმა. ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ მასში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები მონაწილეობენ. ოპოზიციონერმა დეპუტატების უმრავლესობამ დასწრებაზე უარი განაცხადა და მანდატები გაიწვიეს.

 

წყარო: http://russian.news.cn/2020-12/31/c_139630845.htm

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ