დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ირმა ინაშვილი: „უკანონობაა, გამოყო სამი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე“ 03.01.2021 18:28

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილებას, მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა "პატრიოტთა ალიანსის" სიით გასული დეპუტატებით დაიწყოს:


 

"პატრიოტთა ალიანსი", როგორც პოლიტიკური პარტია, არ იქნება წარმოდგენილი გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში. გასული საუკუნის 20-იან წლებში, ზუსტად ასე მართავდნენ ბოლშევიკები სახელმწიფოს, როდესაც გამოარჩევდნენ მათთვის არასასურველ ადამიანებს და სამაგალითო დასჯის მიზნით, მხოლოდ კონკრეტულ რამდენიმე ადამიანზე ახორციელებდნენ ტერორისტულ ან რეპრესიულ ქმედებას. ამ შემთხვევაში, ჩვენი სამაგალითო დასჯის ილუსტრირებაა, რაც მოხდა საპროცედურო კომიტეტში,"-აცხადებს ინაშვილი. 

 

„ჩვენზე ადრე განცხადებები სხვა პარტიების წარმომადგენლებმა შეიტანეს. განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მე, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს შევიტანეთ. ძალიან უცნაურია და ამავდროულად არის უკანონობაც, გამოყო მაინც და მაინც 3 დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე. ყველა ასეთი განცხადებები ერთად უნდა განეხილათ. ჩვენი სიის შემადგენლობის ბიზნესნაწილი, არცერთი არ არის პარტიის წევრი. ბატონი ფრიდონ ინჯიაა ერთადერთი პარტიის წევრი, რომელსაც არჩევანის გაკეთება მოუწევს - თუ შევა ამ პარლამენტში ბატონი ფრიდონი, პარტიის დატოვება მოუწევს. თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენს პარტიაში დარჩება“, - განაცხადა ინაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ