დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უცხოური პრესა - როგორ ემუქრებოდა დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს 04.01.2021 15:13

აშშ-ში თანდათანობით ბევრი სკანდალური ფაქტი ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დამალული იყო, - წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ («The Washington Post») სტატიაში სათაურით „მჭირდება 11 780 ხმა, უნდა მოვძებნოთ“, რომელშიც აღნიშნულია, თუ როგორ ზეწოლას ახდენდა დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანზე, რესპუბლიკელ ბრედ რაფერსპერგერზე, ტელეფონით საუბრის დროს, რომ მას თავის სასარგებლოდ დამატებითი ხმები მოეძიებინა.


სტატიის ავტორია ემი გარდნერი.


რა უნდა ექნა ბრედ რაფერსპერგერს? იგი პატიოსნად პასუხობდა, რომ დათვლილი ხმების რაოდენობა ზუსტია და ვერაფერს მიამატებდა.


„ვაშინგტონ პოსტის“ მიერ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ დონალდ ტრამპი ბრედ რაფერსპერგერს ეუბნება, მე გავიმარჯვეო და ურჩევს, რომ კიდევ ერთხელ გადაეთვალა ხმები და შემდეგ გამოეცხადებინა, რომ ტრამპმა გაიმარჯვა.


„ბატონო პრეზიდენტო, პრობლემა იმაშია, რომ თქვენი მონაცემები არასწორია“, - პასუხობს კოორდინატორი.


შემდეგ დონალდ ტრამპი მას ემუქრება - იცოდე, შენს მოქმედება ცუდი იურიდიული შედეგები მოჰყვება და ადვიკატიც ვერ გიშველისო და ითხოვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ დამატებით 11 780 ხმას მოიპოვებო. საბოლოოდ, დონალდ ტრამპს არაფერი არ გამოუვიდა, მან ჯორჯიაში არჩევნები წააგო, ჯო ბაიდენმა კი ჯორჯიელი ამრჩევთა კოლეგიისაგან ტრამპზე მეტი ხმები მიიღო.


აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.


წყარო: https://www.washingtonpost.com/politics/trump-raffensperger-call-georgia-vote/2021/01/03/d45acb92-4dc4-11eb-bda4-615aaefd0555_story.html


მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ