დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რა გაიაფდა და რა გაძვირდა - 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა 05.01.2021 00:32

"საქსტატმა" გამოაქვეყნა დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლები, რის მიხედვითაც, 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. "საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურ-პროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.8%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6 პროცენტი), ასევე ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

 

2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:

 

  • ქლიავი - 19,34%
  • ჭარხალი - 18,63%
  • ატამი - 14,89%
  • კარტოფილი - 12,58%
  • ვაშლი - 9,53%
  • მსხალი - 8,45%
  • კომბოსტო - 8,06%
  • ყურძენი - 7,79%
  • ხახვი - 5,40%
  • ნიგოზი - 5,08%

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ