დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოში საავიაციო ტრაფიკი ყველაზე მეტად შემცირდა 05.01.2021 11:38

2020 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 34 ათასით ნაკლები ფრენა შესრულდა, – ამის შესახებ Eurocontrol-ის ანგარიშშია საუბარი. 41 ევროპულ ქვეყანას შორის საქართველოში საავიაციო ტრაფიკი ყველაზე მეტად შემცირდა.

2019 წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 73%-თ იყო შემცირებული. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებზე (საქართველო, ისრაელი, მაროკო) Eurocontrol-ი მიუთითებს, რომ მათთან საავიაციო ბაზრის „გამოცოცხლება“ ვერც ზაფხულის სეზონზე მოხდა.

Eurocontrol-ის ცნობითვე, ყველაზე ნაკლებად 2020 წელს ნორვეგია დაზარალდა, სადაც ფრენების რაოდენობამ 40%-ით დაიკლო. ყველაზე მეტი მგზავრი კი დიდმა ბრიტანეთმა დაკარგა – მგზავრთნაკადი 1.3 მილიონით შემცირდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ