დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცისთვის ტენდერია გამოცხადებული 05.01.2021 14:08

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს. როგორც ფონდის სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საქართველომ მსოფლიო ბანკისაგან მიიღო დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) განსახორციელებლად. ფონდს განზრახული აქვს, ამ სახსრების ნაწილი სწორედ აბასთუმნის პროექტზე გამოიყენოს. ტენდერი გამოცხადებულია პროექტირებასა და მშენებლობაზე.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტი მოიცავს მობილობის გაუმჯობესებას დაბა აბასთუმანში, რომლის ფარგლებში შედის მდინარე ოცხეს კალაპოტების, ხიდების, მთავარი და საუბნო გზების რეაბილიტაცია.

პროექტირებისა და მშენებლობის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 51,010,108.00 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებლის ჩათვლით.

„აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი კურორტია, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამხრეთით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. დაბა აბასთუმანი წარმოადგენს გაჯანსაღების, კულტურის და ეკოლოგიური აქტივების მქონე ქალაქს და მისი ურბანული განვითარების ფარგლებში შექმნილი ურბანული განახლების ხედვა ეფუძნება კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის განვითარებას“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

წინადადების მიღება  11 თებერვალს დაიწყება და  15 თებერვალს დასრულდება. მიწოდების/სამუშაოების საერთო ხანგრძლივობაა 9 თვეა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ