დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

თბილისში ჯიხურებს ჯარიმა/საურავებს ჩამოაწერენ 05.01.2021 15:40

თბილისში ჯიხურებს, დაახლოებით, 300,000 ლარიის ოდენობის ჯარიმა/საურავებს ჩამოაწერენ. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დღეს მიიღეს.

კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივ ანდა მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის, კერძოდ, ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. ცვლილება გამოწვეულია პანდემიის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაბამისი პირები, ორიენტირებულები აღმოჩნდნენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვაზე, რამაც რიგ შემთხვევებში გამოიწვია გარკვეული გადაცდომები ადმინისტრაციული წარმოების ვადებთან დაკავშირებით - განმარტა კანონ- პროექტის ერთ ერთმა ავტორმა ბექა დავითულიანმა

„კონკრეტულად იგულისხმება ჯიხურები, რომელიც განთავსებულია როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე რომ ვთქვა, ამ ჯიხურებს ნებართვების ვადა გასული ჰქონდათ იქამდე, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღა გაგრძელდებოდა. შედეგად, ზედამხედველობის შესაბამისმა ორგანომ ეს ობიექტები დააჯარიმა და დღეს გვსურს, მათთვის ერთგვარი ამნისტია. ვფიქრობთ, გაუქმდეს ჯარიმები, რომლებიც მათ გამოუწერეს იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში ვერ მოხერხდა ნებართვების გაგრძელება, ეს არის არსი, - განაცხადა დავითულიანმა.

მართალია, ჯიხურებისთვის ჯარიმების ჩამოწერა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება, მაგრამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მხოლოდ ისაა აღნიშნული, თუ რა შემოსავალი დააკლდება თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამ აქტით. „დედაქალაქის მასშტაბით, ეს თანხა, დაახლოებით, შეადგენს 300,000 ლარს“, - წერია განმარტებით ბარათში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ