დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოში გარემოს დაცვითი ფონდი იქმნება 05.01.2021 16:20

ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, დღეს კომიტეტმა იმ ორ ახალ, მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ იყო განხილული. მისი შეფასებით, კანონპროექტები დიდ წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ტყის რესურსების შენარჩუნების კუთხით, ასევე, იქმნება გარემოს დაცვითი ფონდი.

 

„დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. განსახილველად წარვადგინეთ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული ორი კანონპროექტი - ეს არის მარიამ ჯვარის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია, კერძოდ, კახეთის რეგიონში ტყეზე ზეწოლის შემცირების კუთხით, იქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს რეგიონის ტურიზმის პოტენციალის განვითარების კუთხით, ასევე, ტყის რესურსის შენარჩუნების კუთხით.

 

ასევე, უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის გაგრძელების თაობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება - ეს არის გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეულ რეგიონში საწარმოო პროცესის დარეგულირებისთვის.

 

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვან და დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი გუნდი გარემოს დაცვით საკითხებს, ჰაერის, წყლის დაბინძურების საკითხებს, იმ საკითხებს, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს და ეს სწორედ ეს კანონპროექტია, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითოეულ საწარმოს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საშუალება მივცეთ, მოვთხოვოთ, დავუწესოთ გეგმა-გრაფიკი და ასევე, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ნებისმიერი დიდი ზემოქმედებისთვის კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ გადაიხადონ გარკვეული კომპენსაცია, რომლისთვისაც კანონპროექტით იქმნება სპეციალური გარემოს დაცვითი ფონდი.

 

სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ამგვარ ევროპული ტიპის და ევროპული სტანდარტის გარემოს დაცვით ფონდს შექმნის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ