დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ევროკავშირი - ძალიან გვაშფოთებს ირანის მიერ გატარებული ზომები 05.01.2021 17:31

ევროკომისია ირანის მიერ ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებით უკიდურესად შეშფოთებულია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ირანის მიერ გატარებული ზომები. ეს ქმედება ირანის მიერ ნაკისრ ბირთვულ ვალდებულებებს არღვევს და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, - აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

მისი თქმით, 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ირანის ქმედებები სამწუხაროა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შევინარჩუნოთ,“- აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

 

შეგახსენებთ, 4 იანვარს ირანმა ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესი დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ