დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ყარაბაღში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება 05.01.2021 17:39

მთიან ყარაბაღში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის ახალ კულტურის მინისტრთან, ანარ ქერომოვთან ვიდეოშეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო AZERTAG ავრცელებს.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

 

"ჩემი ბრძანებით, ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. უკვე გაცემულია განკარგულება, ახლა ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. ჩატარდება ტერიტორიის განაღმვის სამუშაოები", - განაცხადა ალიევმა.

 

მისი თქმით, აეროპორტის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს, სულ მცირე ასაფრენი და დასაფრენი ბილიკები უნდა იყოს მზად.

 

ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფიზულიში მდებარე აეროპორტი საშუალებას მისცემს, უცხოელი სტუმრები მოიწვიოს ქალაქ შუშაში, რომელიც მან აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა.

 

"ვაცხადებ ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად. შუშა ამას იმსახურებს", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, შუშის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო. სპეციალისტებს ცოცხალი ფონდისა და ისტორიული ძეგლების რევიზია მოუწევთ.

 

"დრო რომ არ დავკარგოთ, მაგრამ ამავდროულად აჩქარების გარეშე, შუშას პირველადი, ისტორიული იერსახე უნდა აღდგეს", - ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ლიდერმა.

 

ილჰამ ალიევის განცხადებით, ქალაქში აღდგება რელიგიური და ისტორიული ძეგლები. 

ავტორ(ებ)ი : Sputnik თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ