დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს კორონავირუსი დაუდასტურდა 05.01.2021 17:42

სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„არმენ სარქისიანი ახალ წელს ლონდონში ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდა. 3 იანვარს მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამასთან, პრეზიდენტს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები გამოუვლინდა. მისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო. სარქისიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და დროებით საკუთარ საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურმა.

 

სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 160 544 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 2 878 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 145 759-ს შეადგენს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ