დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სუს-ის ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა დახმარების გაწევის შესახებ 05.01.2021 19:51

ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს

 

მათივე ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი.

 

„ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, - აცხადებენ სუს-ში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ