დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ოკუპირებულ გალში ხანძარი, რომელიც საცხოვრებელ სახლებსაც მისწვდა, ლოკალიზებულია 05.01.2021 20:46

სოციალურ ქსელში ვრცელდება ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები. როგორც ირკვევა, კადრები ოკუპირებულ გალშია გადაღებული. ხანძარი, რომელმაც დაახლოებით 600 ჰექტარ მოიცვა, ამჟამად ლოკალიზებულია – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მათი ცნობით, ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის ჩაქრობამდე ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძარი ცხრა სოფელს მოედო და ქარი მის ლოკალიზებას აფერხებდა. რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია და მიყენებული ზიანის შესაფასებლად სპეციალური კომისიის შექმნა იგეგმება.

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ