05.01.2021 23:25
„აქ არის ის ემოციები აი სუყველაფერი, რაც გეკუთვნით თქვენ ხალხს“, წერს 22 წლის თორნიკე ნინიკაშვილი, რომელმაც „სითი მოლთან“ საფულე იპოვა, მოძებნა პატრონი და დაუბრუნა. იგი ილიას უნივერსიტეტში სწვლობას და გლოვოს კურიერად მუშაობს.
მოგვიანებით თორნიკემ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია
Glovo
-ს პრაიმის სახით დარიცხული თანხისთვის, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე იმ საფულეში იყო. მართლაც კარგი საჩუქარია. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ეკიპაჟს რომლებმაც მადლობა გადამიხადეს აღნიშნული ქმდების გამო და მხოლოდ მაგისთვის გამაჩერეს. ასევე უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოეხმაურა ჩემ პოსტს და მაპოვნინა ეს ოქრო კაცი, რომ საფულე გადამეცა პ.ს. მინდა გითხრათ, რომ სიკეთის კეთება ეს არის არაამქვეყნიური გრძნობა ყველამ უნდა ვქნათ ეს.
იხილეთ ვიდეო: