დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა ვაქცინაციის პროგრამის ჩავარდნის გამო ჯანდაცვის მინისტრი გაათავისუფლა 06.01.2021 00:30

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის ჩავარდნის გამო ჯანდაცვის მინისტრი ილზე ვინკელე გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Delfi ავრცელებს. 

 

„მეორე ტალღის დასაწყისიდან ჩვენ ვებრძვით იმის შედეგებს, რომ თავის დროზე ნათელი და ეფექტური სამოქმედო გეგმა არ გვქონდა. ასე გაგრძელება შეუძლებელია. გეგმაში უნდა იყოს გაწერილი როგორც მოსახლეობისთვის ვაქცინების ხელმისაწვდომობა, ასევე იდეალური ლოგისტიკური პროცესი. ამ გარემოებების გათვალისწინებით გადავწყვიტე, უნდობლობა გამოვუცხადო მინისტრს, რის შესახებაც ჩვენს კოალიციურ პარტნიორებს ვაცნობე. მინისტრთა კაბინეტში ველოდები ენერგიულ ადამიანს, რომელსაც ზუსტად ეცოდინება, როგორ უნდა მართოს პანდემიასთან ბრძოლა“, - განაცხადა კრიშიანის კარინშმა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლატვიაში კორონავირუსის 43 942 შემთხვევა დაფიქსირდა. 722 პაციენტი გარდაიცვალა, 30 892 კი გამოჯანმრთელდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ