დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია 06.01.2021 10:18

კანონი საგადასახადო კანონი შემდეგ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს: ექვსი თვით - 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

 

ამასთან, 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

 

2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) კოდებით (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა) გათვალისწინებულ საქმიანობას. ამასთან, შესაძლებელი ხდება, გადასახადის გადამხდელებმა დისტანციურად, დავის განმხილველ ორგანოში მისვლის გარეშე, საჩივრის განხილვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ