დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აშშ-ის დაზვერვა: დეკემბერში გამოვლენილი „სერიოზული კიბერთავდასხმის“ უკან რუსეთი დგას 06.01.2021 12:41

აშშ-ის სადაზვერვო უწყებების განცხადებით, მათ მიაჩნიათ, რომ დეკემბერში გამოვლენილი „სერიოზული კიბერთავდასხმის“ უკან რუსეთი დგას, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

 

მათივე ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად, რომლის მიზანი ინფორმაციის შეგროვება იყო და რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, 10-მდე სახელმწიფო სტრუქტურის მონაცემებია გატეხილი, თუმცა დაზარალებულები არასახელმწიფო ორგანიზაციებიც არიან.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის ზუსტი მასშტაბების დასადგენად სამუშაოები გრძელდება.

 

შეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური კიბერთავდასხმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ჰაკერებმა პროგრამული კომპანია SolarWinds-ი სამთავრობო და კორპორატიულ ქსელებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. აშშ-ის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ჯაშუშობის ოპერაციაში რუსეთი დაადანაშაულა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თავდასხმის უკან, შესაძლოა, ჩინეთიც მდგარიყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ