დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნატო მოლდოვასთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს 06.01.2021 18:18

ნატო მოლდოვასთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

 

სტოლტენბერგის თქმით, სატელეფონო საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მოლდოვას უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციაში კვლავ დაეხმარება.

 

თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ „ფეისბუქის“ გვერდზე მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს ნატო-ს მიერ მოლდოვის მრავალწლიანი მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. მისივე თქმით, ნატო-ს დახმარებით, მოლდოვამ შეძლო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ინიცირება და ეროვნული არმიის მოდერნიზაციის პროცესი წამოიწყო.

 

კონსტიტუციის მიხედვით, მოლდოვას ნეიტრალური სტატუსი აქვს, თუმცა ქვეყანა ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის ფარგლებში თანამშრომლობს.

 

მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა 24 დეკემბერს დაიკავა. 12 იანვარს მაია სანდუ პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა, რის შემდეგაც ბრიუსელში ჩავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ