დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რესპუბლიკელი კონგრესმენების პროტესტის გამო, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს, შეჩერდა 06.01.2021 22:54

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენების პროტესტის გამო, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს, შეჩერდა. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები ცალ-ცალკე უყრიან კენჭს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების გაპროტესტებას. მოქმედი პროცედურით, კონგრესის წევრები უფლებამოსილნი არიან ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგების დამტკიცება გააპროტესტონ. წარმომადგენელთა პალატის ერთმა წევრმა და ერთმა სენატორმა პროტესტი წერილობითი ფორმით უნდა დააფიქსირონ. ამგვარი პროტესტის შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა შეჩერდება და კონგრესის ორივე პალატა აღნიშნულ საკითხს ცალკე განიხილავს და მას კენჭს უყრის. თუ აშშ-ის კონგრესის ერთი პალატა მაინც არ დაეთანხმება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, პროტესტი უარყოფილი იქნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ