დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

პენტაგონმა უარი თქვა კაპიტოლიუმის დასახმარებლად ეროვნული გვარდიის გაგზავნაზე 07.01.2021 00:44

პენტაგონმა უარი თქვა კაპიტოლიუმის დასახმარებლად ეროვნული გვარდიის ჯარების გაგზავნაზე. როგორც ცნობილია, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეები. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტმა აარონ დევისმა დაწერა Twitter–ზე, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

 

”ერთმა წყარომ მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა ოფიციალური პირების თხოვნაზე, კაპიტოლიუმთან ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ ”, - წერს ჟურნალისტი.

 

მანამდე ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან, ტრამპის მომხრეებსა და პოლიციას შორის მოხდა შეტაკება. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და არალეტალური იარაღი გამოიყენა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. აქციის მონაწილეები შეიჭრნენ შენობაში და დაიკავეს სენატის დარბაზი. სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ შეხვედრა შეაჩერა. თავად ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა მშვიდობიანად იმოქმედონ და პოლიციას დაემორჩილონ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ