დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ჟურნალმა ,The Calvert Journal'' ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი 10 საუკეთესო წიგნებს შორის დაასახელა 07.01.2021 11:52

Calvert Journal - მრავალი ჯილდოს მფლობელი ონლაინ-ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ახალი აღმოსავლეთის თანამედროვე კულტურასა და შემოქმედებას: აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, რუსეთის და ცენტრალური აზიის.

 

2020 წლის რეგიონის საუკეთესო ლიტერატურული გამოცემების ჩამონათვალში მოხვდა ქართველი ავტორის ნამუშევარიც, რომელიც ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთის მკითხველისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

 

დიდ ბრიტანეთში ექვთიმიშვილის ნაწარმოები„მსხლების მინდორი“დაახასიათეს, როგორც „ქართული პოსტსაბჭოური ცხოვრების ურყევი სურათი“, რომელიც მთავარი გმირის - თბილისელი შშმ ბავშვთა სკოლის 18 წლის მოსწავლის პრიზმაშია ნაჩვენები - აღნიშნავენ კრიტიკოსები

 

„რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი, რომლის მოქმედებაც 90-იან წლებში თბილისის გარეუბანში, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების და მიტოვებული ბავშვების სკოლა-ინტერნატში ხდება, ეს არის მოთხრობა არამარტო გაზრდის, არამედ გადარჩენის შესახებ“, - წერს The Calvert Journal.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ