დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

სენატორი ადამ კინზინგერი ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს 07.01.2021 12:28

„რესპუბლიკელი“ სენატორი ადამ კინზინგერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

 

„რაც ჩვენ ყველამ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვიხილეთ, არ არის ამერიკა, რომელიც თავისუფლებისა და იმედის შუქურაა მსოფლიოსთვის. კაპიტოლიუმის შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო,“- განაცხადა კინზინგერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

 

მან მომხდარში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.

 

„ეს გადატრიალების მცდელობა მოქმედმა პრეზიდენტმა წაახალისა და არცთუ ბევრი რამ გააკეთა კაპიტოლიუმისა და კონსტიტუციის დასაცავად ”, - აღნიშნა კინზინგერმა.

 

მან „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, გუბერნატორებსა და სენატორებს მოუწოდა, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ.

 

„მოვუწოდებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ „რესპუბლიკური პარტიის“ პრინციპებს და ვიბრძოლოთ კონსტიტუციისა და ჩვენი ამერიკული თავისუფლების დასაცავად. შემომიერთდით და ერთად დავიცვათ კონსტიტუცია, კანონი და წესრიგი,”- განაცხადა კონგრესმენმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ