დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

იმერეთში ხანძარის ყველა კერა ჩააქრეს 07.01.2021 13:11

იმერეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ჯორჯიან თაიმსს'' საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

 

რეგიონში ცეცხლი, ძირითადად, ფოთლებსა და ტყის ქვედა საფარს ეკიდა.

 

უწყების ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მეხანძრე-მაშველები ხანძრის 9 აქტიურ კერას ებრძვიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგელობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.

 

4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 257 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 248 ლიკვიდირებულია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

 

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ