სოციალური ქსელის Facebook-ის ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Facebook-ში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე იქნება დაბლოკილი. მანამდე Facebook-ისა და Instagram-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათით დაბლოკა.
„ბოლო 24 საათის შოკისმომგვრელი მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ტრამპი დარჩენილ დროს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტისთვის ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დაშვება რისკებს შეიცავს. ამიტომ, მისი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების დაბლოკვა სულ მცირე შემდეგი ორი კვირით გახანგრძლივდება, სანამ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ დასრულდება“, - აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.
6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge