დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ფედერალური ბიურო და ვაშინგტონის პოლიცია სთხოვს ამერიკელებს, დაეხმარნენ იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში, ვინც ოთხშაბათის არეულობაში მონაწილეობდა 07.01.2021 21:50

როგორც ფედერალური ბიურო, ასევე ვაშინგტონის პოლიცია სთხოვს ამერიკელებს, დაეხმარონ იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში, რომლებიც მონაწილეობდნენ ოთხშაბათის არეულობაში და აჯანყების მცდელობაში აშშ-ს კაპიტოლიუმში. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

 

”FBI აგროვებს ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც აქტიურად უბიძგებდა ძალადობას ვაშინგტონში”, - განაცხადა სააგენტომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე: ”FBI იღებს ციფრული მედიის მასალებს, რომლებიც ასახავენ ბუნტსა და ძალადობას აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 2021 წლის 6 იანვარს.” ამ მხრივ სამართალდამცავებს უკვე გაუწია დახმარება CNN-მა და სხვა ახალი ამბების სააგენტოებმა.

 

ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტმა ასევე სთხოვა საზოგადოებას, დაეხმაროს იმ პირების იდენტიფიცირებაში, რომლებმაც შესაძლოა დანაშაული ჩაიდინეს ოთხშაბათის ბუნტის დროს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ