დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა 07.01.2021 22:20

ილონ მასკმა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული მოიპოვა და დაამარცხა „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი. ამის შესახებ იტყობინება CNBC. ტესლას ხელმძღვანელი გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი 185 მილიარდ დოლარზე მეტი ქონებით. ტესლას აქციების ზრდამ ხუთშაბათს, 7 იანვარს, მასკს მისცა საშუალება, გაუსწრო ბეზოსს, რომელიც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მდიდარი ადამიანია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასკი უახლოვდებოდა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მასკი პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ სამი მილიარდი დოლარით ჩამორჩებოდა ბეზოსს, სიის ლიდერს.

 

2020 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ „ამაზონის“ დამფუძნებლის ქონება 20 ივლისს ერთ დღეში რეკორდული 13 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მილიარდერმა შეძლო ახალი რეკორდის დამყარება იმის წყალობით, რომ კომპანიის აქციები გაიზარდა დღეში 7,9 პროცენტით, ხოლო წელიწადში 73 პროცენტით. მაშინ ბეზოსის ქონება 189 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ