პოლიციელს, რომელმაც ვეტერან ქალს ესროლა კაპიტოლიუმის შტურმის დროს, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა. ინფორმაცია კაპიტოლიუმის პოლიციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. კაპიტოლიუმის ხელმძღვანელის სტივენ სუნდის განცხადებით, პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა, სანამ დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტი და კაპიტოლიუმის პოლიცია ერთობლივ გამოძიებას დაიწყებენ. დაზარალებულს "დაუყოვნებლივ გაუწიეს სამედიცინო დახმარება, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო".
ეშლი ბაბიტს კაპიტოლიუმის შენობაში გულმკერდის არეში ესროლეს. მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ ქალბატონი 14 წლის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ს საჰაერო ძალებში და იყო უსაფრთხოების უფროსი ოფიცერი.
6 იანვარს შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge