დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა 08.01.2021 10:11

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.9 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 63 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 22 977 023 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ