დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 08.01.2021 14:08

 

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგ ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დისტანციურად გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

 

გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109- მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვთას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ