დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ძმის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა 08.01.2021 14:29

 

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურაინფორმაცია გაავრცელა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  შემთხვევის დღეს, ძმებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, ბრალდებულმა გიორგი ახლოურმა ძმას მოკვლის მიზნით გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულ .- აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, საღამოს საათებში . თბილისში, .-სა და მის ძმას ..- შორის მათსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ..- განზრახ მოკვლის მიზნით, ..- დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად .. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა . 2021 წლის 6 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109- მუხლის მეორე ნაწილის ,,ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ