დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუს ჰაკერს, რომლის ექსტრადირება აშშ-ში საქართველოდან განხორციელდა, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა 08.01.2021 16:16

რუს ჰაკერს, ანდრეი ტიურინს, რომლის ექსტრადირება აშშ-ში საქართველოდან განხორციელდა, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. Abc News-ის ინფორმაციით, ტიურინმა კიბერთავდასხმა ათზე მეტ ამერიკულ კომპანიასა და 100 მილიონზე მეტ მომხმარებელზე განახორციელა. მათ შორის ის კომპანია JP Morgan Chase-ის 80 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპარვაში მონაწილეობდა.

 

ტიურინი მოსკოვიდან, საკუთარი სახლიდან მოქმედებდა და ამ გზით 19 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური სარგებელი ნახა.

 

ცნობისათვის, აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა, ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წელს დააკავეს. ანდრეი ტიურინის ექსტრადირება საქართველოდან აშშ-ში 2018 წლის სექტემბერში განხორციელდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ