აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჯორჯ ბუშმა კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების გამო ამერიკის შეერთებული შტატები ბანანის რესპუბლიკას შეადარა. პომპეო „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, რომ ეს „ცილისწამებაა“.
„ბანანის რესპუბლიკაში ბრბოს ძალადობა განსაზღვრავს ხელისუფლების აღრსულებას. შეერთებულ შტატებში კი სამართალდამცველები ახშობენ ბრბოს ძალადობას, რათა ხალხის წარმომადგენლებმა შეძლონ ხელისუფლების აღსრულება კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციურ მართვასთან შესაბამისობაში“, – წერს მაიკ პომპეო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge