დღე: 14

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

პაატა შამუგია: „ცეცხლი ერთხელ უკვე დამწვარ ჩემს ეზოსთან - იქ ჩვენი თხილი და თივა იწვის“ 08.01.2021 20:52

 

„ცეცხლი ერთხელ უკვე დამწვარ ჩემს ეზოსთან. იქ ჩვენი თხილი და თივა იწვის“,  - ასე აღწერდა ჟურნალისტი პაატა შამუგია რამდენიმეწამიან ვიდეოს, რომელიც 5 იანვარს ფეისბუკზე გამოაქვეყნა. აი, ეს კადრებია - გულგრილად რომ ვერ შეხედავ:

 

იხილეთ ვიდეო:

 

ეს გალის რაიონია, სოფელი ზემო ბარღები. ადგილი, სადაც დღესაც ცხოვრობენ პაატას მშობლები.

 

ხანძარი ბოლო დღეებში გალის რაიონის დაახლოებით ცხრა სოფელს მოედო, მათ შორის, სიდას, რეფს, ოტობაიას, თაგილონს, ხუმუშკურსა და სხვებს - ცეცხლს ქარიც აძლიერებდა.

„ჩალა დაეწვათ, კადრშიც ჩანს. დედაჩემი თხილზე მეტად მაგას განიცდის. ზამთარში რით უნდა გამოკვებონ საქონელი? თხილის ბაღებიც დაიწვა. მათთვის ეს, იცით, რამხელა ამბავია?“.

პაატა შამუგია, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში უყურებდა როგორ იწვოდა მისი ეზო. მისი სახლი აფხაზეთში ერთხელ უკვე დაიწვა, როცა ის 12 წლისა იყო. მაშინ, პაატას დედ-მამა, მათთვის ამ მტკივნეულ სანახაობას, შორიახლოს, დამალულები უყურებდნენ. მაინც დარჩნენ და ახალი, პატარა სახლი აიშენეს.

„შოკისმომგვრელი იყო იმის გაცნობიერება, რომ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე მძვინვარე ცეცხლი მათ ეზოს, სახლს უახლოვდებოდა. მართალია, სახლი გადარჩა, თუმცა, აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის თხილნარის, ჩალის და ბაღების დაწვა, ფაქტობრივად, შიმშილთან დარჩენის ტოლფასია. სახე აქვს ხალხს, თურმე, დამწვარი ცეცხლთან სიახლოვის გამო. შიშველი ხელებით, ვედროებით მოტანილი წყლით ცდილობდნენ ერთმანეთის სახლების გადარჩენას“.

 

პაატა ამბობს, რომ გალში მცხოვრები ქართველების ისედაც ძალია მძიმე ძალიან ყოფისთვის (მუდმივი შიში, დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლის პრობლემა, ბავშვებისთვის სკოლა მხოლოდ რუსულ ენაზე, ჯადაცვისა და სხვა სოციალური საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა), ეს ხანძარი კიდევ ერთი დარტყმა იყო. თან, როცა არავის იმედი გაქვს - არც საქართველოს მთავრობის და არც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების.

ნტერნეტშ გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, როგორ იწვის ტყე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

 

რადიო თავისუფლება

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ