დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებისთვის ტყის ხანძრებთან ბრძოლაში ერთადერთი იმედი ამინდის პროგნოზია 09.01.2021 00:31

ურნალისტი ბესო კურტანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს ცეცხლის ალში გახვეული გაგრის მისადგომებიდან. ვიდეოდან ჩანს, რომ ცეცხლი მთებიდან სამანქანო გზამდე ჩამოვიდა და საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ამის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი აცხადებს, რომ ამინდის პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმები და ამით ყველა პრობლემა მოგვარდება. 

 

„ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ელენა ზავოდსკაია ეკითხება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრ ლევ კვიცინიას:

- რაიმე დახმარება სთხოვეთ რუსეთს?

ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია:

- ხანძარსაწინააღმდეგოდ, ჩვენ არაფერი მოგვითხოვია, ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ნება მიბოძეთ, გასაგებად აგიხსნათ: საავიაციო ოპერაციის ერთ დღეს დაახლოებით 50 ტონა საწვავი სჭირდება, ჩვენ არ გვაქვს ამ რაოდენობის საწვავი, ეს შეუძლებელია. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ვერტმფრენთან, თვითმფრინავთან, ეს აბსოლუტურად მიუწვდომელი თანხებია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის არაფერია ვერტმფრენის ჩამოყვანა, დავწერ, მოვითხოვ, პრობლემას მოვაგვარებთ და შემდეგ? რა საწვავით შევავსებ მას? ვერტმფრენი გაფრინდება სოჭის ბენზინგასამართი სადგურისკენ, სანამ მობრუნდება, საწვავი დაუმთავრდება. 9 იანვრის საღამოდან და მთელი კვირის განმავლობაში, ამინდის პროგნოზის თანახმად, წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მთაში თოვლი. აფხაზი მაშველები იმედოვნებენ, რომ ამინდი დაეხმარება მათ, გაუმკლავდნენ ტყის ხანძრებს ძნელად მისადგომ ადგილებში. 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ