ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა საკუთარ მამას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, შვილმა კი თვითდაზიანებები მიიყენა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. გარდაცვლილი 62 წლამდე მამაკაცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge